ზვიად გოგოჭური მსოფლიოს ჩემპიონია

ზვიად გოგოჭური

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე პარაძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ზვიად გოგოჭურმა (J2 კატეგორია, -95 კგ) ფინალში უზბეკი დავურხონ კარომატოვი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. გოგოჭური ერთადერთი ქართველი პარასპორტსმენია, ვისაც პარალიმპიური თამაშები, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები აქვს მოგებული.

მსოფლიო პირველობაზე ბრინჯაოს მედლებს დღეს ზურაბ ზურაბიანი (J2 კატეგორია, -64 კგ) და ლაშა ყიზილაშვილი (J2 კატეგორია, -95 კგ) დაეუფლნენ.

გუშინ მსოფლიოს ჩემპიონები საქართველოს ნაკრების წევრები, გიორგი ქალდანი (J2 კატეგორია, -70 კგ) და საბა ბაღდავაძე (J1 კატეგორია, -81 კგ) გახდნენ.

პარაძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი ხვალ, 15 მაისს დასრულდება.