1746307279
ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში კიდევ ერთი გოლი გაიტანა

ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა. ლიგა 1-ის 32-ე ტურში „სენტ ეტიენი“ საკუთარ სტადიონზე „მონაკოსთან“ 1-3 დამარცხდა.
24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა კი 65-ე წუთზე ულამაზესი დარტყმით გამოიჩინა თავი. დავითაშვილის ანგარიშზე საფრანგეთის მიმდინარე ჩემპიონატში 9 გოლი და 7 საგოლე პასია.