თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს
1788637905
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე ფრანკფურტის „აინტრახტს“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა, ორი მატჩის ჯამში კი სპალეტის გუნდმა 5:0 გაიმარჯვა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ „ნაპოლის“ ქართველმა შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ჟურნალისტებთან გავლილი მატჩი შეაფასა.
„ძალიან დიდი მადლობა ქართველებს და ყველა ჩემს გულშემატკივარს, რომლებიც 90 წუთის განმავლობაში აქაც და ტელევიზიითაც მიგულშემატკივრეს და მგულშემატკივრობენ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წარმატებულად ჩავამთავროთ ყველაფერი და გახარებულები ვამყოფოთ ჩვენი გულშემატკივრები.
ტიერი ანრი [ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი] დიდი ფეხბურთელია. ალბათ, ბევრი მიკლია მის დონემდე, მაგრამ ყველაფერს მაქსიმალურად გავაკეთებ, რომ ჩემი გულშემატკივრები გავახარო. “ - თქვა კვარაცხელიამ.