UFC-ის პრეზიდენტის, დანა უაითის სკანდალური განაცხადი - რას წერს უცხოური მედია
1781813312
მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის დღეს, მექსიკის ნაკრების პატარა ქომაგს სურდა, სხვა ბავშვებთან ერთად მხარი დაეჭირა თავისი საყვარელი გუნდისთვის, თუმცა ბიჭუნას ნაკრების მაისური არ აღმოაჩნდა.
ბავშვმა გამოსავალი მაინც იპოვა: მან საშობაო სვიტერი ჩაიცვა, რომლის ფერებიც მექსიკის დროშასა და ნაკრების სათამაშო ფორმას იდეალურად ემთხვეოდა.
ბიჭუნას ვიდეო ClaroSports-ის ეთერში აჩვენეს, რის შემდეგაც კადრები სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. ჟურნალისტებმა ბავშვი მალევე მოძებნეს — ის პატარა სანტიაგო აღმოჩნდა.
ბიჭი ტელეარხის სტუდიაში მიიწვიეს, სადაც სანტიმ მექსიკის ნაკრებისგან განსაკუთრებული საჩუქარი — ეროვნული გუნდის მაისური მიიღო.
თუმცა, სანტის წინ კიდევ ერთი სიურპრიზი ელოდა: სპეციალურად მისთვის ვიდეომიმართვა ჩაწერა მისმა სეხნიამ — სანტიაგო ხიმენესმა.