მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა ანდრეას ბრემემ ვიდეოს ჩაწერისას შემთხვევით ცოლის შიშველი მკერდი გამოაჩინა.
ვიდეო ინტერნეტში მალევე ვირუსულად გავრცელდა, რის შემდეგაც ყოფილმა ფეხბურთელმა თქვა:
„ამ ამბის შესახებ მაშინ შევიტყვეთ, რაც უფრო და უფრო მეტმა მეგობარმა დარეკა. წარმოდგენა არ მაქვს, ეს რატომ მოხდა. ალბათ, ვიღაცამ ეს ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეო როდესაც გავგზავნე, ვერაფერს მივხვდი.
ახლა მთელმა მსოფლიომ იცის, თუ რა დიდებული ცოლი მყავს! სამომავლოდ სჯობს, კამერით გადაღებას სუზანას თუ ვთხოვ", - თქვა ბრემემ.
ცნობისთვის, ბრემე ის ფეხბურთელია, რომელმაც 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის წინააღმდეგ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.