ცნობილია, გორში ავარიისას დაღუპული დედა-შვილის ვინაობა
1784008972
Rai-ს ჟურნალისტის ჩირო ვენერატოს ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" დარჩენა სურს. ამავე წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელმა ეს თავის აგენტსა და "პარტენოპეის" წარმომადგენლებს უკვე შეატყობინა.
"კვარაცხელიამ თავის აგენტს უთხრა, რომ შეწყვიტოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან მოლაპარაკება, მაგალითად, "რეალთან" და "ნიუკასლთან", რადგან მას დარჩენა სურს.
მისი კონტრაქტი "ნაპოლისთან" 1 წლით გახანგლძრივდება, ხელფასი 1,2 მილიონიდან 2,5 მილიონამდე გაეზრდება და პლუს სერიოზული ბონუსებიც ექნება", - ამბობს ჩირო ვენერატო.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩასა და მის თანაგუნდელებს დღეს ფრანკფურტში "აინტრახტთან" ჩემპიონთა ლიგის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ელით.