„თუ ხვალ მესამე მსოფლიო ომი იქნება, „პსჟ“ უპირატესობას მოიპოვებს თავისი 7 ნომრის წყალობით...“ - ფრანგული მედია „ბაიერნთან“ კვარას თამაშზე

xvicha

მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში პსჟ-მ „ბაიერნი“ დეზირე დუესა და უსმან დემბელეს გოლებით 2:0 დაამარცხა. ფრანგულ მედიაში ხვიჩა კვარაცხელია მაღალი ქულებით შეფასდა. ქართველს საგოლე მოქმედება არ ჰქონია, მაგრამ თანაგუნდელთა შორის კვლავ გამორჩეული გახლდათ.

Parifans 7 ქულა: „ის კვლავ ისეთი აქტიური იყო, როგორც ყოველთვის. პირველ ტაიმში „ბაიერნს“ საფრთხე შეუქმნა, ერთადერთი, რასაც უნდა ნანობდეს, არაეფექტურობა და ბოლო მომენტში სიზუსტეა. ყოველთვის მზადაა კონტრშეტევისთვის, ის მებრძოლია, რომელიც არასდროს ნებდება“.

So Foot 7 ქულა: „თუ ხვალ მესამე მსოფლიო ომი იქნება, „პსჟ“ უპირატესობას მოიპოვებს თავისი 7 ნომრის წყალობით“.

90min 7 ქულა: „ის თავის დონეზე იყო. პირველივე წუთებიდან ვხედავდით, რომ კარგ ფორმაში გახლდათ და განსაკუთრებით მოტივირებული იყო. დუესა და ბარკოლას კარგი პასები გაუკეთა, ინდივიდუალური გარღვევის შემდეგ კი, 31-ე წუთზე თავადაც გოლამდე არც ისე შორს იყო. კვარაცხელია შეტევაშიც და დაცვაშიც ხშირად იყო ჩართული, ბურთის დაკარგვის შემდეგ კონტრპრესინგზე თამაშობდა“.

Culturepsg 7 ქულა: „თამაში შესანიშნავად დაიწყო, დიდი სხვაობა შექმნა, მაგრამ მეორე ტაიმში მეტი პრობლემა შეექმნა“. შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენს“ იანვარში შეუერთდა, მას შემდეგ ყველა ტურნირზე 30 თამაშში 8 გოლი, 7 საგოლე პასი და 1 მოპოვებული პენალტი მიითვალა. „პსჟ“-მ ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგა, საფრანგეთის სუპერთასი, საფრანგეთის ჩემპიონატი და საფრანგეთის თასი მოიგო, კვარას ტიტულებში მხოლოდ სუპერთასი არ შედის, რადგან იმ დროს ჯერ კიდევ „ნაპოლიში“ თამაშობდა.

ახლა კი, ისინი მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებას უმიზნებენ. „პსჟ“ მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში მადრიდის „რეალს“ 9 ივლისს დაუპირისპირდება.