თორნიკე შენგელიამ ესტონეთთან მატჩის დროს გამოვლენილი გულის არითმიის გამო ესპანეთში გამოკვლევა ჩაიტარა - კალათბურთელი საქართველოს ნაკრებს დაუბრუნდება

tornike shengelia

ესტონეთთან მატჩის დროს გამოვლენილი გულის არითმიის გამო თორნიკე შენგელიას მოუწია ესპანეთში გამგზავრება გამოკვლევების ჩასატარებლად, – ამის შესახებ საქართველოს კალათბურთის ფედერაცია წერს.

ფედერაციის განცხადებით, ყველა საჭირო კვლევის ჩატარებისა და 10-დღიანი მკურნალობის შემდეგ, საბედნიეროდ, ყველაფერი წარმატებით დასრულდა.

„ესტონეთთან მატჩის დროს გამოვლენილი გულის არითმიის გამო თორნიკე შენგელიას მოუწია ესპანეთში გამგზავრება გამოკვლევების ჩასატარებლად. ყველა საჭირო კვლევის ჩატარებისა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 10-დღიანი მკურნალობის შემდეგ, საბედნიეროდ, ყველაფერი წარმატებით დასრულდა.

სამედიცინო პროტოკოლის მიხედვით, ხვალიდან ჩვენი კაპიტანი ეტაპობრივად დაიწყებს პროგრესულ ვარჯიშს და კვლავ შეუერთდება გუნდს ლიმასოლში“, – ვკითხულობთ კალათბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.საქართველოს ნაკრები ევრობასკეტამდე ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, 19 და 21 აგვისტოს ალექსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი ჩეხეთს შეხვდება, ხოლო ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას 28 აგვისტოს ესპანეთთან ჩაატარებს.