1745440671
თემურ ნოზაძემ ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში დღეს დაიწყო ევროპის ჩემპიონატი ჯუდოში.
ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა თემურ ნოძაზემ (66 კგ) – ქართველმა პირველ წრეში უკრაინელი ნაზარ ვისკოვი ვაზარით დაამარცხა და მერვედფინალში გასასვლელად ისრაელის წარმომადგენელს, გი გუტმანს დაუპირისპირდება.
ევროპის პირველობაზე წინასწარი შეხვედრები, თბილისის დროით, 12:30 საათზე დაიწყო.