შვეიცარიის ნაკრებმა ბოსნია-ჰერცეგოვინა 4:1 დაამარცხა

ქალთა ფეხბურთი

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის შეხვედრა შვეიცარიისა და ბოსნია და ჰერცეგოვინის ნაკრებებს შორის შვეიცარიელთა სრული დომინაციითა და გამარჯვებით - 4:1 დასრულდა.

პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში გულშემატკივარმა ნამდვილი საფეხბურთო შოუ იხილა. შვეიცარია იოჰან მონზამბის დუბლითა და რუბენ ვარგასის გოლით დაწინაურდა. მატჩის მიწურულს გუნდებმა გოლები გაცვალეს: ბოსნიელთა მხრიდან მსაჯის მიერ დამატებულ დროში გოლი ერმინ მაჰმიკმა გაიტანა, თუმცა რამდენიმე წამში შვეიცარიამ კიდევ ერთი შეტევა მოაწყო და გრანიტ ჯაკამ შეხვედრის საბოლოო წერტილი დასვა, რამაც მატჩი 4:1-ით დაასრულა.

ამ ბრწყინვალე გამარჯვებით შვეიცარიამ აქტივში უმნიშვნელოვანესი 3 ქულა ჩაიწერა.