მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
26 თებერვალს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა. „ჯვაროსნებს“ მხარდჭერის სიტყვით მიმართეს შოთა არველაძემ, იანის ანტეტოკუნმპომ, ზაზა ფაჩულიამ, ხვიჩა კვარაცხელიამ…
ხვიჩა კალათბურთის დიდი გულსემატკივარია, შესაბამისად გასაკვირუ სულაც არ იყო მთავარი საკალათბურთო ორგანიზაციის მისდამი მიმართვა: ფიბა-მ „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა მიულოცა. კომენტერებში კი კვარაცხელიას მიმართა:
შეგინახოთ წყვილი ბილეთი @kvara7?მსოფლიო პირველობა 2023 წლის 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით სამ ქვეყანაში გაიმართება – ფილიპინებში, ინდონეზიასა და იაპონიაში.