სერხიო რამოსი ილია თოფურიას მიმართავს

რამოსი

ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა, სერხიო რამოსმა სოციალურ ქსელში ილია თოფურიას მხარდაჭერა გამოუცხადა.

„დღეს ნავი უფრო სწრაფად იცურებს, რადგან ისინი, ვინც ზედმეტები იყვნენ, აღარ არიან. ეჰ, ძმაო, მათ, ვინც შენს მარცხს ზეიმობს, არც კი იციან, რა ელით წინ. საცოდავები. შემართებით გავლილ გზას მოსახვევები აქვს, მაგრამ მიზანი უცვლელი რჩება. მოერგე ვითარებას, ძალები მოიკრიბე და გზა განაგრძე. შენ წყალი ხარ, ჩემო მეგობარო! ჩვენ დავბრუნდებით და ისე დავბრუნდებით, როგორც დიადები ბრუნდებიან ხოლმე. მიყვარხარ.“ - წერს რამოსი.