საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ვერსიით, 2025 წლის საუკეთესო ქართველ სპორტსმენებად სანდრო ბაზაძე და ეთერ ლიპარტელიანი დასახელდნენ

2025 წლის საუკეთესო ქართველ სპორტსმენებად სანდრო ბაზაძე და ეთერ ლიპარტელიანი დასახელდნენ

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2025 წლის საუკეთესო ქართველ სპორტსმენებად მსოფლიო ჩემპიონები – სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა) და ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო) დაასახელა.

ბაზაძემ თბილისში გამართული ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა ოქროს მედალი, ხოლო ლიპარტელიანმა 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბუდაპეშტის მსოფლიო პირველობაზე გაიმარჯვა.

ოლიმპიურმა კომიტეტმა გამარჯვებულები სხვა ნომინაციებშიც გამოავლინა:

2025 წლის საუკეთესო ფედერაცია – საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია

2025 წლის საუკეთესო სპორტული გუნდი – საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები

2025 წლის საქართველოს საუკეთესო მწვრთნელი – კახაბერ მოცრაძე (ძიუდოს ქალთა ნაკრების მწვრთნელი)

2025 წელს ქალთა სპორტში დასაქმებული საუკეთესო მწვრთნელები – მეგი ქადაქიძე (ტყვიის სროლა) და თეიმურაზ ჯანჯღავა (ძალოსნობა)

2025 წლის სეოკ-ის საუკეთესო რეგიონალური ორგანიზაცია – მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური ორგანიზაცია

ოლიმპიური კომიტეტისგან ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა – პაატა ნაცვლიშვილი (სეოკ-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ცნობილი ჟურნალისტი და პუბლიცისტი)

საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი სპორტის სათამაშო სახეობებში – თორნიკე შენგელია (კალათბურთი)

2025 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენები ზამთრის სპორტის სახეობებში – ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა (ფიგურული ციგურაობა)

2025 წლის აღმოჩენა, „ოლიმპიური იმედი“ – ინგა გურგენიძე (ფიგურული ციგურაობა)

2025 წლის აღმოჩენა, „ოლიმპიური იმედი“ – ვახტანგ ლოლუა (ბერნულ-რომაული ჭიდაობა)