პენსია იზრდება - დეტალები ბიუჯეტის პროექტიდან
1790798518
მეათე საუკუნის ჯრუჭის მონასტერი 91 წლის რაჭის მიწისძვრის დროს დაინგრა. ლოდები ხევში ჩაცვივდა.
წლების წინ დაიწყო ტაძრის აღდგენა. ერთ-ერთი ლოდი, წმინდა გიორგის ბარელიეფით, კალაპოტში იყო ჩავარდნილი და ტექნიკა ვერ მიუყენეს, ვერაფრით ძვრა ვერ მოუხერხეს.
დიდი ხანი ცდილობდნენ მნიშვნელოვანი გამოსახულების ტაძრის პერანგზე დაბრუნებას. ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ტალახაძემ კი ის მიწიდან ამოიღო და მთის წვერამდე ხელით აიტანა.