სალომე გოგიაშვილისა და ლიკა შენგელიას კონფლიქტის შემდეგ, შენგელიას ექს მეუღლე მიმართვას ავრცელებს
1759829249
პროვოკაციული ქმედების გამო რუს ტანმოვარჯიშეს უმკაცრესად დასჯიან. ივან კულიაკი კატარში გამართულ მსოფლიო თასის დაჯილდოების ცერემონიაზე გამოჩნდა მაისურით, რომელზეც ლატინური ასო - Z იყო გამოსახული, იმ ადგილას სადაც რუსული დროშა უნდა ყოფილიყო.
20 წლის კულიაკის ქმედება ორმაგად გამაღიზიანებელი აღმოჩნდა, რადგან მის გვერდით კვარცხლბეკზე უკრაინელი სპორტსმენი ილია კოვ-ტუნი იდგა, რომელიც ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაცია გადაწყვეტილებას მალე მიიღებს და რუსი სპორტსმენი დაისჯება. შეგახსენებთ, რომ აგრესორების რუსულ სამხედრო ტექნიკაზე სწორედ Z-ზეტია გამოსახული.