17 თებერვლამდე უნდა მოასწროთ, ასეთი შანსი ხშირად არ მოდის... - ეზოტერიკოსის რჩევა
1771188104
მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ფიგირულ ციგურაობაში თავისუფალ პროგრამას მამაკაცები წარადგენენ და მედლების მორიგი კომპლექტი გათამაშდება.
საქართველოს სახელით ყინულის მოედანზე ნიკა ეგაძე გავა. შეჯიბრება 22:00 საათიდან დაიწყება – პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ეგაძე მოკლე პროგრამის შემდეგ 85.11 ქულით მე-15 ადგილზეა. თავისუფალ პროგრამით ქართველი სპორტსმენი მე-10 ნომრად გამოვა.
სპორტულ ცეკვებში საქართველოს სახელით გამომსვლელმა დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა ოლიმპიადაზე გამოსვლა მე-13 ადგილზე დაასრულა.