როგორ მივხვდეთ, გველი შხამიანია თუ არა? - სპეციალისტის რჩევა
1751229410
ილია თოფურიამ პრესკონფერენცია გამართა და თითქმის ყველა წარმომადგენლის ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილა, თუმცა, კითხვას, აპირებს თუ არა სამი დივიზიონის ჩემპიონობას, დიპლომატიურად თავი აარიდა.
„პედი პიმბლეტთან ჩხუბს არ ვაპირებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მომდევნო ბრძოლაში გამარჯვების შემთხვევაში, ის შანსს მიიღებს. ვინ მსურს მომდევნო მეტოქედ? არ ვიცი, ამ სპორტში სხვა ლეგენდები აღარ დარჩნენ, თუმცა საქმე ასარჩევად თუ მექნება, ისევ პედის ავირჩევ, რადგან მისი სახის დასახიჩრება მსურს და ზუსტად ვიცი, რომ ყველაფერს გავუკეთებ, რასაც მოვინდომებ.
მინდა თუ არა მესამე დივიზიონის ჩემპიონობაზე ბრძოლა? ამაზე ბევრი მაქვს ნაფიქრი, მაგრამ UFC-ის ხელმძღვანელებმა მთხოვეს, ჯერჯერობით, მაგ საკითხზე საუბრისგან თავი შევიკავო და მათ პირობა მივეცი, რომ თხოვნას შევუსრულებდი. ასე რომ, ამ ეტაპზე, ჩემგან კონკრეტულს ვერაფერს გაიგებთ“, - თქვა ილიამ.
ცნობისათვის, ილია თოფურია იმ ათ სპორტსმენს შეუერთდა, რომელთაც ორი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი მოიგეს. სტატისტიკოსებმა დათვალეს, რომ ანალოგიურ შედეგს კონორ მაკგრეგორმა 28 წლისა და 4 თვის ასაკში მიაღწია, ხოლო „ელ მატადორმა“ 28 წლის და 5 თვის ასაკში შეძლო ამის გაკეთება.