ზუგდიდში მანქანა სამ მოზარდს დაეჯახა
1747248752
საბა ნოზაძემ, რომელიც, მარნეულის სპორტული სკოლის სარგბო კლუბ "მარნეულის არმაზის" აღსაზრდელი იყო, კარიერაში უდიდესი ნაბიჯი გადადგა და ხელი მოაწერა ორწლიან კონტრაქტს საფრანგეთის ერთ-ერთ ელიტურ კლუბთან "ნევერთან" რომელიც ქვეყნის უმაღლეს დივიზიონში ასპარეზობს.
ნოზაძემ რაგბის თამაში 8 წლის ასაკში დაიწყო და საქართველოს ყველა ასაკობრივი კატეგორიის ნაკრებში ირიცხებოდა, ამჟამად ის საქართველოს 18 წლამდე ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული წევრია.
ეს წარმატება განსაკუთრებულად საამაყოა როგორც კლუბ „მარნეულის არმაზისთვის“, ასევე მთლიანად მარნეულის მუნიციპალიტეტისათვის. იმედია, საბას წარმატება გახდება მისაბაძი მაგალითი მომავალი ახალგაზრდა მორაგბეებისათვის
ზუგდიდში მანქანა სამ მოზარდს დაეჯახა
1747248752