მარნეულელი ძიუდოისტები, შვეიცარიაში,საერთაშორისო შეკრებაში იღებენ მონაწილეობას

მარნეულელი ძიუდოისტები, შვეიცარიაში,საერთაშორისო შეკრებაში იღებენ მონაწილეობას.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ხუთი ძიუდოისტი,  ქეთი ხარაზიშვილი, ლიზა დავაძე, ბექა ჭკადუა, ნიკოლოზ დევდარიანი და ანდრო პაპუნაშვილი, მონაწილეობენ “Sergei Judo Camp”-ის ორგანიზებით დაგეგმილ საერთაშორისო საწვრთნელ შეკრებაში, რომელიც იმართება შვეიცარიის ქალაქ ფიშიში, მიმდინარე  წლის 20-26 ივლისს.

საერთაშორისო შეკრებაში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს ოცდახუთი ქვეყნის, 18-დან 21 წლამდე ასაკის პერსპექტიული სპორტსმენები, რაც ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებას და სპორტსმენების პროფესიულ განვითარებას.

მსგავსი ფორმატის შეკრებები სპორტსმენებს აძლევს შესაძლებლობას, ივარჯიშონ ეროვნული და საერთაშორისო დონის სპეციალისტებთან ერთად, მიიღონ მაღალი დონის ტაქტიკური მომზადება და უკეთესად მოემზადონ მომავალი შეჯიბრებებისთვის.

მნიშვნელოვანია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის  სპორტული სკოლა აქტიურად უჭერს მხარს ახალგაზრდა თაობის  სპორტულ  განვითარებას და კარიერულ წინსვლას.