ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის - რა ელის კაცობრიობას
1752103172
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში მადრიდის „რეალთან“ მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ გააკეთა.
„თამაშის წინ ყოველთვის რთულია ამის გაგება, რა მოხდება მოედანზე. თითოეული შეხვედრის წინ უნდა იფიქრო, გააანალიზო და მეტოქე შეისწავლო. მაგრამ ჩვენ კარგი გუნდი ვართ, რომელსაც ბურთის ფლობა უყვარს – მოწინააღმდეგეს კი იგივეს გაკეთება უჭირს.
მადრიდელებთან შეხვედრაც ასე დავიწყეთ. პირველი ათი წუთი გაგვიმართლა – მადრიდის „რეალის“ ორ შეცდომას და ჩვენთვის გაკეთებულ საჩუქარს ვგულისხმობ. შემდეგ კი უპირატესობის შენარჩუნებაზე ვზრუნავდით“, – განუცხადა ლუის ენრიკემ DAZN-ს.
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული „პარი სენ-ჟერმენი“ ლონდონის „ჩელსის“ შეხვდება. მატჩი 13 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.