ლოცვა, რომელიც ხარების დღესასწაულზე იკითხება
1775503911
იტალიის სერია "ა"-ში მე-4 ტური მიმდინარეობს, რომელსაც დღეს, 31 აგვისტოს (22:45 სთ), ისევ ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" შეხვედრა დაასრულებს. "სტადიო მარადონას" მიმდინარე სეზონში მე-2 სტუმარი ეყოლება, ამჯერად "ლეჩე".
"ლეჩეს" შემადგენლობაში ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონის, "ბარსელონას" ყოფილი მცველის, სამუელ უმტიტის დებიუტს ელიან. 28 წლის ფეხბურთელის ასეთი რეგრესი მართლაც სამწუხაროა. ბარონის გუნდი 4 მცველით ასპარეზობს, კვარაცხელიას მეურვეობა კი კიდევ ერთ ფრანგს, 22 წლის ვალენტინ გენდრაის დაევალება.
ევროპულ ფეხბურთში ძალიან დატვირთული პერიოდი იწყება, გუნდებს შეხვედრა ყოველ 3 დღეში მოუწევთ. აქედან გამომდინარე, ფეხბურთელების როტაცია ჩვეულებრივი ამბავი გახდება და შესაძლოა, მათ შორის "კვარაც" იყოს. ზუსტად ერთ კვირაში ნეაპოლელები ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულს" უმასპინძლებენ, მანამდე კი ჩემპიონატში "ლაციოს" რომში ესტუმრებიან. ჯოვანი სიმეონემ "ნაპოლის" შემადგენლობაში ჯერ მხოლოდ 13 წუთი ითამაშა და 27 წლის შემტევს უფრო დიდი დრო მიეცემა.
კვარაცხელიამ იტალიაში შთამბეჭდავად დაიწყო - 3 გოლისა და 1 შედეგიანი პასის ავტორია. მატჩისწინა ვარჯიშის ფოტოებში ხვიჩა მშვენიერ ხასიათზეა.
ლოცვა, რომელიც ხარების დღესასწაულზე იკითხება
1775503911
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
1775502497
რომელი ლოცვა აღარ იკითხება დღეიდან
1775419264