რუსეთში 40 წელს გადაცილებულ უშვილო კაცებს გადასახადი უნდა დაუწესონ - რუსი დეკანოზი
1747516723
ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ მანქანა „ნაპოლის“ კიდევ ერთი ფეხბურთელის მეუღლეს კიმ მინ-ჯესას მეუღლეს მოჰპარეს.
იტალიური მედიის ინფორმაციით, პარასკევს, 4 ნოემბერს ქურდობა ნეაპოლში, პოსილიპოს რაიონში მოხდა. მანქანა სახლთან იყო გაჩერებული. არსებული ინფორმაციით ფეხბურთელმა მანქანა კორეადან ნეაპოლში გადმოსვლის შემდეგ იქირავა.
"ეს ორი ეპიზოდი ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა, მაგრამ თან ძალიან განსხვავებულია. კვარაცხელიას შემთხვევაში ქურდები სახლში შევიდნენ, აიღეს გასაღებები და გამოიყვანეს მანქანა, რომელიც მოგვიანებით სატელიტური მოწყობილობის წყალობით იპოვეს. კიმის მეუღლის შემთხვევაში კი მანქანა ქუჩაში იყო გაჩერებული. წვიმიან დღეს კი პრაქტიკულად დაუბრკოლებლად შეძლეს მოქმედება" - წერს იტალიური მედია.