ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე „ატალანტას“ გაუტანა

ხვიჩა კვარაცხელია

ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლის სეზონის ძირითადი ეტაპის პირველი ტურის მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ ბერგამოს „ატალანტას“ კარში გაიტანა და „პარი სენ-ჟერმენის“ უპირატესობა ორამდე გაზარდა.

შეხვედრაში პირველი გოლი მარკინიოსის ანგარიშზეა, კაპიტანმა „პარი სენ-ჟერმენი“ მე-3 წუთზე დააწინაურა.

პარიზული კლუბი მთავარი საკლუბო ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია.