ხვიჩა კვარაცხელია ლიგა 1-ის ყველაზე ძვირად ღირებულ მოთამაშეთა ხუთეულშია

ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის ლიგა 1-ის ყველაზე ძვირად ღირებულ მოთამაშეთა ხუთეულშია – ასეთია ანალიტიკური პორტალის, Transfermarkt-ის განახლებული შეფასება.

პირველ ხუთეულში მხოლოდ ქართველი თავდამსხმელის თანაგუნდელები არიან. ვიტინიას და ჟოაო ნევეშის შეფასება 110-110 მილიონ ევრომდე გაიზარდა და ორივე პორტუგალიელემა უსმან დემბელეს გადაასწრო, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია მეოთხე-მეხუთე ადგილებს დეზირე დუესთან ერთად იყოფს.

ლიგა 1-ის ყველაზე ძვირად ღირებულ მოთამაშეთა ტოპ-5:

1-2. ვიტინია, პსჟ, პორტუგალია 110.00 მილიონი ევრო

1-2. ჟოაო ნევეში, პსჟ, პორტუგალია 110.00

3. უსმან დემბელე, პსჟ, საფრანგეთი 100.00

4-5. ხვიჩა კვარაცხელია, პსჟ, საქართველო 90.00

4-5. დეზირე დუე, პსჟ, საფრანგეთი 90,00