წყალი 16 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1765915956
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ღამის საათებში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას „მედიაპლატფორმა გურია“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ცენტრალურ გზაზე მიმავალმა ”BMW”-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საცხოვრებელი სახლის წინ გაჩერებულ მსუბუქ ავტომობილს, შემდეგ კი ღობეს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ”bmw”-ს მარკის ავტომობილში მჯდარი ხუთი მამაკაცი. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა ”მედალფაში” გადაიყვანა.
კლინიკის ინფორმაციით, წუხელ შემოსულ პაციენტთაგან ერთს ქვედა ყბის მოტეხილობა აღენიშნებოდა და ის სხვა კლინიკაში გადაიყვანეს. ხოლო დანარჩენი ოთხ პაციენტს მსუბუქი ტრავმები აღენიშნება. ისინი კლინიკაში აგრძელებენ მკურნალობას.