როგორ უნდა გარეცხოთ ფეხსაცმელი სწორად - ექსპერტის რჩევა
1756992480
ბულგარეთის ნაკრებთან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრამდე „დინამო არენაზე“ გამართულ ტრადიციულ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული გუნდის შემტევი ზურიკო დავითაშვილი იმყოფებოდა და მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.
„რთულია ასეთ პერიოდში ძალები აღიდგინო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბიჭებმა ეს შევძელით. პირადად მე ბულგარეთთან ხვალინდელი მატჩისთვის 100 პროცენტით მზად ვარ და დარწმუნებული ვარ, ბიჭებიც ასე არიან. ხვალ კარგი თამაში ვაჩვენოთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ“, - აღნიშნა ზურიკო დავითაშვილმა.
4 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ეგიდით პირველი შეხვედრა თბილისში, „დინამო არენაზე“ თურქეთის ნაკრებთან ჩაატარა. საქართველო-თურქეთის საფეხბურთო მატჩი ანგარიშით 2:3 დასრულდა.