ისტორიაში პირველად 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მოფარიკავე ქალმა მედალი მოიპოვა

ალექსანდრა კუვაევა

იტალიის ქალაქ კალიარიში ფარიკაობაში 23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. კონტინენტის პირველობაზე ქართველმა ხმლით მოფარიკავე ალექსანდრა კუვაევამ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

სპორტსმენმა ფინალი ბულგარელ ვერონიკა ვასილიევასთან დათმო.

ალექსანდრა კუვაევა პირველი ქართველი მოფარიკავეა, რომელმაც 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ქალთა შორის მედალი მოიპოვა.