მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრი დუდა სანაძე საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების მატჩის შემდეგ უკრაინელთა მთავარი მწვრთნელის, აინარს ბაგატსკისის მონაწილეობით მომხდარ სკანდალს გამოეხმაურა.
„არასპორტული საქციელი იყო. იმედია, FIBA მიმართავს ზომებს და დასჯის ბაგატსკისს, ან გამოსავალი ისაა, რომ მან სრულიად საქართველოს უნდა მოუხადოს ბოდიში“, - აცხადებს დუდა სანაძე.
უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა ქართველი კალათბურთელების მისამართით უხამსი ჟესტი აჩვენა. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვიქტორ სანიკიძემ განაცხადა, რომ უკრაინის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პირადად მოიხადა ბოდიში აინარს ბაგატსკისის საქციელის გამო. სანიკიძემ იმედი გამოთქვა, რომ FIBA-ს სადისციპლინო კომიტეტი ინციდენტს განიხილავს და სათანადო რეაგირებას მოახდენს.