1745440671
გიორგი სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია

მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) პირველი გამარჯვება მოიპოვა და მეოთხედფინალში იჭიდავებს – ქართველმა მეორე წრეში უნგრელ მარტონ ანდრასს ვაზარით სძლია და ნახევარფინალში გასასვლელად სომეხ აშიკ ანდრეიანს დაუპირისპირდება.
ტურნირზე დღეს გამომსვლელი სამი ქართველი – ვაჟა მარგველაშვილი, თემურ ნოზაძე (ორივე – 66 კგ) და ჯულიეტა როდონაია (48 კგ) ადრეულ ეტაპზე დამარცხდნენ და შეჯიბრს უმედლოდ დაემშვიდობნენ.
ევროპის პირველობაზე წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყო. ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება, რომლის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.