1745440671
გიორგი სარადალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) მესამე გამარჯვება მოიპოვა და ფინალში იჭიდავებს – ქართველმა ნახევარფინალში გაფრთხილებებით ესპანელ ფრანსისკო გარიგოსს სძლია და ფინალში საფრანგეთის სახელით გამომსვლელ ლუკა მხეიძესა და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) სახელით მოასპარეზე ბლიევს შორის გამარჯვბეულს დაუპირისპირდება.
ტურნირზე დღეს გამომსვლელი სამი ქართველი – ვაჟა მარგველაშვილი, თემურ ნოზაძე (ორივე – 66 კგ) და ჯულიეტა როდონაია (48 კგ) ადრეულ ეტაპზე დამარცხდნენ და შეჯიბრებას უმედლოდ დაემშვიდობნენ.
ევროპის პირველობაზე ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება