გიორგი ხარაიშვილი „დინამო თბილისში“ ითამაშებს

გიორგი ხარაიშვილი

გიორგი ხარაიშვილი „დინამო თბილისში“ დაბრუნდა. მან აზერბაიჯანული გუნდი „სუმგაითი“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, – ინფორმაციას transfermarkt ავრცელებს.

29 წლის ნახევარმცველმა პროფესიული კარიერა 2013 წელს „საბურთალოში“ დაიწყო, რომელთან ერთად პირველი ლიგა მოიგო და ეროვნულ ლიგაში გადავიდა. 2018-21 წლებში ხარაიშვილი თამაშობდა შვედეთის „გეტებორგში“.

2021 წელს გიორგი უნგრეთის „ფერენცვაროშში“ გადავიდა, მაგრამ ტრავმების გამო ნიჭიერი ფეხბურთელის კარიერა სათნადოდ ვერ განვითარდა.

„დინამო თბილისში“ იჯარით (2023–2024) ითამაშა, შემდეგ იყო თურქული „კოჯაელისპორი“, 2024 წლის 18 სექტემბერს კი 1+2 წლიანი კონტრაქტი „სუმგაითთან“ გააფორმა.

ხარაიშვილი იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების მოთამაშე, ხოლო ეროვნულ გუნდში 2017 წელს მიიწვიეს და „ჯვაროსნებში“ ჩატარებულ 6 შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა.