სალომე გოგიაშვილისა და ლიკა შენგელიას კონფლიქტის შემდეგ, შენგელიას ექს მეუღლე მიმართვას ავრცელებს
1759829249
გერმანული გაზეთის Bild-ის ინფორმაციით, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციას (ფიფა) სურს აკრძალოს გამოუყენებელი პენალტის შემდეგ დამატება.
ფიფა აპირებს შეიტანოს ცვლილება 11-მეტრიანის შესრულების წესში, კერძოდ, აუკრძალოს ფეხბურთელებს ბურთის დამატება იმ შემთხვევაში, თუ დარტყმა მეკარემ მოიგერია.
მეკარის მიერ პენალტის მოგერიების შემთხვევაში, დაინიშნება კარიდან დარტყმა. მაგრამ გაუგებარი რჩება, რა იქნება იმ სიტუაციაში, თუ ბურთი ძელს მოხვდება.
ახალი წესის შემოღებას 2026-27 წლების სეზონიდან აპირებენ, მაგრამ ამისთვის საჭიროა საფეხბურთო ასოციაციათა საერთაშორისო საბჭოს (IFAB) თანხმობა.
აღნიშნავენ, რომ ახალი წესის შემოღებას ემხრობა უეფა-ს სამსაჯო კომიტეტის ხელმძღვანელი პიერლუიჯი კოლინა.