ევროპის ჩენპიონატზე, ბექაურის ნაცვლად, ჯაბნიაშვილი იჭიდავებს

ბექაური

მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში 23-27 აპრილს ძიუდოში გასამართ კონტინენტის პირველობაზე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური ვერ იჭიდავებს.

ქართველი ძიუდოისტი ტურნირს ჩაეხსნა, მის ნაცვლად კი 90 კგ-ში გიორგი ჯაბნიაშვილი იასპარეზებს.

აღსანიშნავია, რომ ბექაურს პარიზის ოლიმპიადის შემდეგ არცერთ ოფიციალურ ტურნირზე არ უჭიდავია.

ჩვენი გუნდი შეჯიბრებაზე ცხრა მამაკაცით და ექვსი ქალი ძიუდოისტით გამოვა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

კაცები:

60 კგ – გიორგი სარდალაშვილი

66 კგ – ვაჟა მარგველაშვილი, თემურ ნოზაძე

73 კგ – ლაშა შავდათუაშვილი

81 კგ – ტატო გრიგალაშვილი

90 კგ – ლუკა მაისურაძე, გიორგი ჯაბნიაშვილი

100 კგ – ილია სულამანიძე

+100 კგ – გურამ თუშიშვილი
ქალები:

48 კგ – ჯულიეტა როდონაია

57 კგ – ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ნოზაძე

63 კგ – ეთერ ასკილაშვილი

70 კგ – მარიამ ჭანტურია

+78 კგ – სოფიო სომხიშვილიევროპის ჩემპიონატზე შერეული გუნდური პირველობისთვის, რომელიც 27 აპრილს გაიმართება, საქართველოს ნაკრებს მიხეილ ბახბახაშვილი (73 კგ), გიორგი ჯაბნიშვილი (90 კგ) და ირაკლი დემეტრაშვილი (+100 კგ) დაემატებიან.