„ერთმანეთს წარმატება ვუსურვეთ და დავემშვიდობეთ“ - მამუკა ჯუღელი ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი აღარ არის

მამუკა ჯუღელი კვარაზე

ხვიჩა კვარაცხელია აგენტი მამუკა ჯუღელი აღარ არის. ამის შესახებ ფეხბურთელის მამამ, ბადი კვარაცხელია, „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

"მა­მუ­კა ჯუ­ღე­ლი აღარ არის ხვი­ჩას აგენ­ტი. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ორი­ვე ოჯახ­მა ერ­თად, ურ­თი­ერ­თშე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ვი­ღეთ. ხვი­ჩაც აქ იყო და ერ­თობ­ლი­ვად გა­დავ­წყვი­ტეთ, თა­ნამ­შრომ­ლო­ბა დაგ­ვეს­რუ­ლე­ბი­ნა. მა­მუ­კა ჯუ­ღელს, რო­გორც აგენტს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი აქვს ხვი­ჩას კა­რი­ე­რულ წინსვლა­ში.

მა­მუ­კას მად­ლო­ბა ვუ­თხა­რით ყვე­ლაფ­რის­თვის, რაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ა­კე­თა ხვი­ჩას­თვის, ერ­თმა­ნეთს წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვეთ და და­ვემ­შვი­დო­ბეთ.

ამ ეტაპ­ზე, ხვი­ჩას აგენ­ტი არ ჰყავს. შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი არის, ბევ­რს აქვს კვა­რა­ცხე­ლი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სურ­ვი­ლი და ცხა­დია, სწო­რედ ხვი­ჩა და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი გა­დავ­წყვეტთ, ვის­თან ერ­თად გა­აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას", - განაცხადა მან.