დიოგო ჟოტას გარდაცვალების გამო ქალთა ევროპის ჩემპიონატის უახლოესი მატჩები წუთიერი დუმილით გაიხსნება

ალთა ევროპის ჩემპიონატი

უეფა-ს გადაწყვეტილებით, ქალთა ევროპის ჩემპიონატის დღევანდელი და ხვალინდელი შეხვედრები წუთიერი დუმილით გაიხსნება.

ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატი შვეიცარიაში 2 ივლისს დაიწყო. 3 ივლისს ბელგია-იტალიისა და ესპანეთი-პორტუგალიის მატჩებია დაგეგმილი, ხოლო 4 ივლისს დანია შვედეთს შეხვდება, გერმანია კი – პოლონეთს.

„ლივერპულისა“ და პორტუგლიის ეროვნული ნაკრების 28 წლის ფეხბურთელი დიოგო ჟოტა ძმასთან ერთად ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა.