სოციალური დახმარების სისტემაში ცვლილებები შედის
1778608587
გერმანიის ქალაქ მიუნხენში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პარატაეკვონდოში, ანა ჯაფარიძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ქართველმა პარასპორტსმენებმა კონტინენტის პირველობაზე კიდევ ოთხი მედალი მოიპოვეს – ლიკა ჩაჩიბაიამ (47 კგ), სანდრო მეგრელიშვილმა (70 კგ), ნატა ოჩიგავამ (57 კგ) და მარიამ ნინიაშვილმა (52 კგ) ტურნირი ბრინჯაოს მედლებით დაასრულეს.
მიუნხენში ევროპის ჩემპიონატი 11 მაისს დაიწყო და 14 მაისს დასრულდება. ქართველი პარატაეკვონდოისტები მედლების მოპოვებას მომდევნო დღეებშიც შეეცდებიან.