61 ოქრო, 47 ვერცხლი და 17 ბრინჯაო - წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, საქართველოს პარამკლავჭიდელთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა

ლჯკ

წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, საქართველოს პარამკლავჭიდელთა ნაკრები ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნდა. თბილისში ჩემპიონებს ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დახვდნენ.

ჯამში, ქართველმა სპორტსმენებმა ტურნირზე 125 მედალი მოიპოვეს - აქედან 61 ოქროა. ქალთა და ვაჟთა გუნდებმა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.

"მნიშვნელოვანი დღეა, რადგან სამშობლოს დაუბრუნდნენ პარა სპორტსმენები. მათ ჩამოიტანეს 61 ოქროს, 47 ვერცხლის და 17 ბრინჯაოს მედალი, რაც კარგად აჩვენებს იმას, რომ ქართველი მკლავჭიდელები დიდ შრომას დებენ იმაში, რომ საქართველოს დროშა სულ ფრიალებდეს და საქართველოს ჰიმნი ისმოდეს კვარცხლბეკზე," - აღნიშნა საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლუკა ჯაჭვლიანმა.