მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატელევიზიო მეგა პროექტის American Idol-ის მონაწილე ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძეა.
ცოტა ხნის წინ ABC-ის ეთერში ნუცას პერფორმანსის ყურების შესაძლებლობა მოგვეცა. ნუცა ჟიურის წინაშე ორი სიმღერით წარდგა. მან Lady Marmalde, მეორე სიმღერად კი უიტნი ჰიუსტონის Greatest Love Of All შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო პოპვარსკვლავი კეტი პერი ნუცას ფეხზე წამოუდგა.
აღფრთოვანებას ვერ მალავდა ლაიონელ რიჩი. ლუკ ბრაიანმა კი ნუცა ასე შეაფასა – „ჯეი ლო საქართველოდან.“