ტეილორ სვიფტმა ახალი ალბომი და ვიდეორგოლი გამოუშვა

ტეილორ სვიფტ

ამერიკელმა მომღერალმა ტეილორ სვიფტმა თავისი მე-12 სტუდიური ალბომი გამოუშვა. ჩანაწერში სახელწოდებით The Life of a Showgirl 12 კომპოზიცია შედის.

სვიფტმა პირველ ტრეკზე გადაღებული ვიდეორგოლიც გამოუშვა, რომელიც გამოსვლიდან 1 დღეში თითქმის მილიონმა ადამიანმა ნახა.

უკვე ცნობილია, რომ ალბომი დიდ ბრიტანეთში წლის ყველაზე გაყიდვადი ჩანაწერი გახდა - გამოსვლის დღიდან მისი 304 ათასზე მეტი ასლი შეიძინეს