მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
მომღერალი დავით გომართელი გადაცემა „სხვა კითხვებში“ მომღერალ ირაკლი ჩარკვიანთან მეგობრობას იხსენებს და იმ ინციდენტებს იხსენებს, რაც თავს გადახდათ.
მომღერლის თქმით, ის და ირაკლი მეგობრობდნენ მე-8 კლასში კი თანაკლასელებიც გახდნენ.
„ჯგუფი გქონდა მე და ირაკლის, მაშინ rocky აკრძალული იყო. გვქონდა კონცერტი და სადღაც 15- 20 წუთში პოლიცია მოვიდა, დაახლოებით ოცი კაცი იყო, გაგვაჩერებინეს კონცერტი, წაგვიყვანეს და პოლიციელების კორიდორში, კარგი rock ჯგუფის ვარსკვლავებივით გაგვატარეს კორდონში, შეგვყარეს მანქანაში და წაგვიყვანეს პოლიციაში, გვითხრეს, რომ მეორეჯერ აღარ იმღეროთ ეს უცხოური სიმღერებიო“, - იხსენებს დავით გომართელი.