Netflix-მა „ბრიჯერტონის“ ახალი სეზონის პირველი პოსტერი გამოაქვეყნა

ბრიჯერტონი

„ბრიჯერტონების“ ახალმა სეზონმა, რომელიც ბენედიქტ ბრიჯერტონსა და სოფი ბეკეტს მიეძღვნება, პირველი პოსტერი მიიღო. ფოტოზე სწორედ ბეკეტია გამოსახული.

სიუჟეტის მიხედვით, წყვილი ერთმანეთს მეჯლისზე გაიცნობს, თუმცა ნიღბების გამო ბენედიქტი მაშინვე ვერ მიხვდება, თუ ვინ არის მომხიბვლელი გოგონა, რომელმაც ის მოაჯადოვა. სეზონი 2026 წელს გამოვა.

სერიალის სცენარი ამერიკელი ავტორის, ჯულია ქუინის რომანებზე იქნება დაფუძნებული. მთავარ როლებს ამ სეზონში ლუკ ტომპსონი და იერინ ჰა ასრულებენ. ძველ როლებს ასევე დაუბრუნდებიან ლუკ ნიუტონი, ნიკოლა კოჰლანი, ჯონათან ბეილი, სიმონ ეშლი, კლაუდია ჯესი, აჯოა ანდოჰი სხვები.

Netflix-მა სერიალი უკვე მეხუთე და მეექვსე სეზონებითაც გაახანგრძლივა.