1758051983
HBO-მ „დრაკონის სახლის“ მესამე სეზონის და „შვიდი სამეფოს რაინდის“ პრემიერის თარიღი დაასახელა

„სამეფო კარის თამაშების“ პრიქველის, „დრაკონის სახლის“ მესამე სეზონი ეკრანებზე 2026 წლის ზაფხულში დაბრუნდება, ამავე წლის იანვარში კი ამავე სამყაროს ახალი სპინ-ოფის „შვიდი სამეფოს რაინდის“ პრემიერა შედგება. ინფორმაციას Deadline-ი ტელეკომპანია HBO-ს ხელმძღვანელზე, კეისი ბლოისზე დაყრდნობით ავრცელებს.
ახალ სპინოფში მოვლენები „სამეფო კარის თამაშებამდე“ 89 წლით ადრე და „დრაკონის სახლის მოვლენებიდან 77 წლის შემდეგ განვითარდება. პირველ სეზონს 6 ეპიზოდი ექნება.
მანამდე რომანების ციკლის „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“ ავტორმა ჯორჯო მარტინმა განაცხადა, რომ HBO „სამეფო კარის თამაშების“ სამყაროში კიდევ 7 სპინოფზე მუშაობას, აქედან 4 ანიმაციური იქნება.