1745739169
VIDEO: როგორ მოხდა ავარია გურამიშვილზე - ვრცელდება თვითმხილველის გადაღებული კადრები

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლი სავარაუდოდ, შეუძლოდ გახდა, რის გამოც მართვის კონტროლი დაკარგა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა 10 ავტომობილი.
ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია, მიმდინარეობს გამოძიება.
„იარე ნელა!!!!
ავტობუსის მძღოლი გახდა ცუდად, საჭე ვეღარ დაიმორჩილა. ესაა წინასწარი ინფორმაცია. დაშავებულები საბედნიეროდ არ არიან. სანზონა, ე.წ. "დომბიტა",- წერს თვითმხილველი.

27 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
1745695529