მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
რუსთავში პიტბულმა 4 ადამიანი დაგლიჯა. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით, შარტავას გამზირზე მოხდა. დაზარალებულები ახალგაზრდები, 2 ქალი და 2 მამაკაცი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოთხივე მათგანს ნაკბენები კიდურებისა და მუცლის არეში აღენიშნებოდათ.
როგორც დაზარალებულებმა თქვეს, პიტბული მათ თავს, ქუჩაში, სრულიად უწყინარ სიტუაციაში დაესხა.
მათივე განმარტებით, პიტბულს პატრონი ალიკაპისა და საბმელის გარეშე ასეირნებდა.