ლოცვა, რომელიც ხარების დღესასწაულზე იკითხება
1775503911
ლანჩხუთში დილიდან ძლიერი ქარია. უამინდობამ მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვნად დიდი ზიანი მიაყენა. წაქცეულია 50-მდე ხე. დაზიანებულია გაზსადენი მილები და ელექტრო გადამცემი ხაზები. რამოდენიმე სოფელს და ქალაქს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი და ელექტრონერგია. 100-მდე სახლს გადახადა სახურავი, სახურავი დაუზიანა პოლიციის სამმართველოსაც. დაზიანებულია რამდენიმე სავაჭრო ობიექტი.

მერიის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, გასულები არიან დაზიანებულ ობიექტებზე და პარალელურად, ითვლიან ზარალს.
უამინდობის შედეგად დაზიანდა ერთი მოქალაქეც. ავტომობილს ხე დაეცა, რომელშიც 35 წლამდე მამაკაცი იმყოფებოდა. დაზარალებული ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს.
ლოცვა, რომელიც ხარების დღესასწაულზე იკითხება
1775503911
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
1775502497
რომელი ლოცვა აღარ იკითხება დღეიდან
1775419264