1745608292
უმძიმესი ტრაგედია: სამხედრო ვერტმფრენები ერთმანეთს შეეჯახნენ, სავარაუდოდ, დაღუპულია ცხრა ადამიანი (აშშ)

აშშ-ის კენტუკის შტატში სამხედრო ვერტმფრენები ერთმანეთს შეეჯახნენ, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ დაღუპულია ცხრა ადამიანი.
შემთხვევა ფორტ კემპბელის სამხედრო ბაზის სიახლოვეს მოხდა. მედიის ცნობით, ვერტმფრენები რუტინულ საწვრთნელ მისიაზე იყვნენ. რა გახდა შეჯახების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.