მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
რუსთავთან ახლოს, სოფელ ფოლადაანკარში ბავშვი გარდაიცვალა. "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, სოფელში არსებულ ხელოვნურ ტბაში 12 წლის ბავშვი თანატოლებთან ერთად ბანაობდა.
მოულოდნელად ბავშვი წყალში გაუჩინარდა, ადგილზე სამაშველო სამსახური გამოიძახეს. ჩატარებული სამძებრო სამუშაოების შედეგად ტბაში მოზარდი გარდაცვლილი ნახეს.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.