ვინ არის 21 წლის ლამაზმანი, რომლის გარეგნობამ ინტერნეტი ააფეთქა - ექსკლუზიური ინტერვიუ
1775504770
კახეთში მდინარემ მამაკაცი წაიღო. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურში მოხდა.
72 წლის კაცი, რომელიც ავტომობილში შვილთან ერთად იმყოფებოდა, ადიდებულ მდინარე სტორში გასვლას ცდილობდა.
მდინარეში მანქანის ძრავა აღარ იმუშავა და მძღოლმა გზის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.
ავტომანქანა მდინარემ გაიტაცა, ახალგაზრდა კაცმა წყლიდან გასვლა მოახერხა, 72 წლის კაცი კი, დინებამ წაიღო.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის მაშველები, პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული