თამუნა მუსერიძე იმ ქალს, მიმართავს, რომელიც ამჟამად მისი ყოფილი მეუღლის გვერდითაა
1778442755
ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის, შრომისა და კავშირის შემაერთებელ ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა, რომელიც ლაგოდეხი-თბილისის მიმართულებით მოძრაობდა, 5 წლის ბავშვს დაეჯახა.
ბავშვი ქუჩაში, დედასთან ერთად იმყოფებოდა, ავტომანქანას კი, სოფელ ვარდისუბანში მცხოვრები ქალი მართავდა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, დაშავებული ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანეს. მდგომარეობა მძიმეა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.