ვინ არის 21 წლის ლამაზმანი, რომლის გარეგნობამ ინტერნეტი ააფეთქა - ექსკლუზიური ინტერვიუ
1775504770
რუსთავში, ერთ-ერთ კორპუსში 25 წლამდე მამაკაცი ბუნებრივი აირის ნამწვით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ინფო რუსთავი" ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ბინაში ბუნებრივი აირის ნამწვი წყლის გამათბობლიდან დაგროვდა. ბიჭი ოჯახის წევრების ზარებს არ პასუხობდა, რის შემდეგაც მისამართზე მაშველები გამოიძახეს. ბინაში შესულ სამართალდამცველებს ახალგაზრდა გარდაცვლილი დახვდათ.
ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.